კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში საფეხბურთო მოედანი განახლდა (ვიდეო)

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვირსხევში საფეხბურთო მოედანი განახლდა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე საფეხბურთო ინვენტარი ჩაიტანეს და მოზარდებს მაისურები და ბურთები გადასცეს.

სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და სხვა დეტალები, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა არის აუცილებელი.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებთათვის სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირის ჩატარება იგეგმება.

წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

თორნიკე შენგელიას 18 ქულა და “ბასკონიას” გამარჯვება “ბარსელონასთან” (ვიდეო)

  • 8