კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანიოლი: “უცნაური თამაში იყო და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”

სანიოლის პრესკონფერენცია

Image source: Getty images

 

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველომ საბერძნეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ თამაში ვილი სანიოლმა შეაფასა.

„უცნაური თამაში იყო. თავიდან საბერძნეთს შეიძლებოდა გოლი გაეტანა, მაგრამ ბოლოს უცნაური გოლი მივიღეთ. კარგია, რომ სწრაფად გავათანაბრეთ. მე-20 წუთის შემდეგ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. შვედეთთან და ესპანეთთან უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ქულაა, ამდენი მონდომების შემდეგ უსამართლობა და საშინელება იქნებოდა, ქულა ვერ მოგვეპოვებინა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და მომავალში უფრო მეტი პროგრესის იმედი მაქვს.

სტადიონზე ხალხი რომ ყოფილიყო, უფრო რთული იქნებოდა ჩვენთვის თამაში. მაგრამ ზოგადად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩებში ხალხი ყველა სტადიონზე იქნება“ – განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სამ თამაშში 1 ქულა მოიპოვა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს რუმინეთთან გამართავს, რომელიც ამხანაგური იქნება.

 

წყარო – gazzeta.gr

 

რამდენი ქულით შეფასდა ქართველი ფეხბურთელების თამაში საბერძნეთთან