კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო მამუკელაშვილისა და გიორგი ბეჟანიშვილის შედეგიანი თამაშები NCAA პირველ ტურში

Image source: Chicago Tribune Sports ტვიტერი

 

დღეს NCAA-ში გიორგი ბეჟანიშვილისილინოისმა” სტუმრად “ნიკოლს სტეიტთან” ოვერტაიმში – 78:70 ანგარიშით გაიმარჯვა. სანდრო მამუკელაშვილის ‘სეტონ ჰოლმა” კი სტუმრად “ვაგნერთან” 105:71 ანგარიშით დაამარცხა.

20 წლის ბეჟანიშვილმა მოედანზე 34 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. მომდევნო მატჩს ბეჟანიშვილის გუნდი 9 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, “გრანდ კანიონთან” ჩაატარებს.

20 წლის სანდრომ მოედანზე 26 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 9 ნოემბერს, სტუმრად  “სტონი ბრუკთან” ჩაატარებს.

 

წყარო – ncaa.com

გოგა ბითაძემ “პეისერსის” სასტარტო ხუთელში შედეგიანი მატჩი ჩაატარა