კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო მამუკელაშვილის უდიდესი წვლილიცა, რომ “სეტონ ჰოლი” NCAA-ში მესამე ადგილზეა (ვიდეო)

Image source: shupirates.com

 

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” ამერიკის სტუდენტურ ლიგაშიბატლერს” უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 74:72 ანგარიშით გაიმარჯვა. (შეხვედრის მიმოხილვა)

სანდრო “ბატლერთან” მატჩის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და ეს 36 წუთის განმავლობაში მოახერხა. სანდროს თანაგუნდელმა ქუინსი მაკნაითმა 18 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მიითვალა.

19 მოგებითა და 7 მარცხით “სეტონ ჰოლიდიდი აღმოსავლეთის მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს “პირატები23 თებერვალს, შინ “სენტ ჯონსთან” გამართავენ.

 

წყარო – shupirates.com

 

ილიას ზუროსი: “შვეიცარიასთან მატჩში ქართველი გულშემატივარი ნაკრებში ახალ სახეებს იხილავს”