Image source: shupirates.com
სანდრო მამულეკაშვილის “სეტონ ჰოლი” ამერიკულ სტუდენტურ ლიგაში “ქსავიეს” უმასპინძლა და 12 ქულის სხვაობით, 62:74 დამარცხდა.
ამ წაგებით “სეტონ ჰოლის” 10 მატჩანი მოგებების სერია შეწყდა. გუნდს მთელი იანვრის მანძილზე წაგებული მატჩი არ ჰქონია. სანდრო მამუკელაშვილმა მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე მეორე მატჩი გამართა.
18 წლის ქართველი კალათბურთელი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანდრო მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთი გაატარა. ამ დროში მან 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა 5 მცდელობიდან 4 ზუსტად შეასრულა.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს სტუმრად “ჯორჯ თაუნის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო – shupirates.com
ვიდეობი
ფოტოები