კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი NBA-ს ახალი სეზონის პირველ მატჩში (ვიდეო)

მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი NBA-ში

Image source: Getty Images

 

დღეს გვიან ღამით NBA-ს მორიგი, 75-ე სეზონი დაიწყო, მე-6 ქართველი კალათბურთელის დებიუტი შედგა.

22 წლის სანდრო მამუკელაშვილმა “მილუოკი ბაკსის” შემადგენლობაში პირველ ოფიციალური შეხვედრა ითამაშა. “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე “ბრუკლინ ნეტსს” საკმაოდ იოლად – 127:104 მოუგო. სანდრომ ჯამში 7:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნისა (დაცვაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო.

მატჩის საუკეთესო იანის ადეტოკუნბო იყო, რომელმაც 32 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაკსი“ მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს „მაიამი ჰიტთან“ გამართავს. ხვალ კი 21 სექტემბერს კი გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „შარლოტ ჰორნეტსს“ შეხვდება.

 

 

 

წყარო – nba.com/bucks

 

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთში 21 ფეხბურთელით ემზადება