კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო მამუკელაშვილის მეორე მატჩი NBA-ში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილი მაიამისთან წაგებულ მატჩში

Image source: Sam Navarro-USA TODAY Sports

 

“მილუოკი ბაკსის” ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა “მაიამი ჰიტთან” 95:137 მეორე და წაგებულ მატჩში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს თანაგუნდელმა იანის ადეტოკუმბომ 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და თამაშში პირველსავე მეოთხედში, შეხვედრის მე-6 წუთზე ჩაერთო – მან პეტ კონუგტონი შეცვალა.

მომდევნო მატჩს სანდროს “მილუოკი” 24 ოქტომბერს, ტეხასში, “სან ანტონიოსთან” გამართავს.

 

 

 

 

თუ რამდენ კვირას გამოტოვებს რომელუ ლუკაკუ ტრავმის გამო