კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი NCAA-ს მორიგ ტურში დამარცხდა

მამუკელაშვილის 11 ქულა

Image source: Getty images

 

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ „კრეიტონს“ დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე 81:85 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 33 წუთი ითამაშა და ამ დროში 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„სეტონ ჰოლი“ Big East-ის კონფერენციაში 6 მოგებით და 4 წაგებით მე-6 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 31 იანვარს „ვილანოვასთან“ გამართავს.

 

წყარო – espn.com

 

თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნებასთან ახლოსაა