კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო მამუკელაშვილის 22 ქულამ “სეტონ ჰოლი” წაგებას ვერ გადაარჩინა

სანდრო მამუკელაშვილი

Image source: Seton Hall Basketball

 

სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

ამჯერად 21 წლის ქართველმა Big East-ის კონფერენციაში “ჯორჯთაუნთან” მატჩში გამოიჩინა თავი.

სეტონ ჰოლი” დაძაბულ შეხვედრაში 6 ქულის სხვაობით – 75:81 დამარცხდა. მამუკელაშვილმა ყველაზე მეტი – 22 ქულა ჩააგდო, რაზეც 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაამატა.  ქართველმა ფორვარდმა 12-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

სეტონ ჰოლმა” ამ წაგებით 4-მატჩიანი მოგებების სერია გაწყვიტა. პირატებს Big East-ის კონფერენციაში 10 მოგება და 6 წაგება აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 25 თებერვალს სტუმრად “ბატლერთან” გამართავს.

წყარო – SetonHallMBB

გიორგი ბეჟანიშვილის 9 ქულა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში