კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სანდრო მამუკელაშვილის 20 წუთი NBA-ს მორიგი საგამოფენო მატჩში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა 20 წუთში

Image source: Getty Images

 

სანდრო მამუკელაშვილის NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” მორიგი საგამოფენო მატჩი შინ “ოკლაჰომა-სიტი ტანდერს” შეხვდა და 130:110 დაამარცხა.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ მოედანზე შემდეგ გავიდა – სულ 20:03 წუთი გაატარა. ამ დროში სანდრომ 7 ქულა 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

მილუოკიში 17 წუთი ითამაშა იანის ადეტოკუმბომ და 7 ქულა 2-2 მოხსნა და პასი მიითვალა, ხოლო საუკეთესო ოკლაჰომელი ლუგენც დორტი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

შემდეგ საგამოფენო მატჩს “მილუოკი” 13 ოქტომბერს, სტუმრად “იუატა ჯაზთან” გამართავს.

 

 

წყარო – nba.com/bucks

 

 

საქართველომ ზედიზედ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მე-6 ფინალი ითამაშა და ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა