კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა და დასანანი მარცხი “ორეგონ დაქსთან”

Image source: Getty Images

 

სანდრო მამუკელაშვილისსეტონ ჰოლი” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში “ორეგონ დაქსს” შეხვდა და დრამატულ მატჩში ანგარიშით 69:71 წააგო.

ქართველი კალათბურთელი წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 30 წუთი ითამაშა. მისმა მონაგარმა 10 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა.

შეხვედრა “სეტონ ჰოლის” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში მეტოქე გააქტიურდა და გამარჯვების მოპოვებაც შეძლო.

სანდროს გუნდი NCAA-ში მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს, “სამხრეთი მისისიპის” გუნდთან გამართავს.

წყარო – shupirates.com

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების პოზიცია ფიფას განახლებულ რეიტინგში (ფოტო)