კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ში ტოპ-25 მძიმე ფორვარდს შორის დაასახელეს

სანდრო მამუკელაშვილი TOP 25-ში

Image source: Mamukelashvili5 ტვიტერის გვერდი

 

NCAA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ის 25 კალათბურთელი გამოარჩიეს, რომლებიც დიდი ალბათობით, სტუდენტური ლიგის მომავალ სეზონში საუკეთესო მძიმე ფორვარდის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ამ ტოპ 25-ში “სეტონ ჰოლის” ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილიც შეიყვანეს.

პრეტენდენთა სიაში სანდროს მე-12 ადგილი მიაკუთვნეს, NCAA კი მას მცირე დახასიათებასაც ურთავს.

“მამუკელაშვილი გასულ სეზონში საშუალოდ 11.9 ქულასა და 6.0 მოხსნას აგროვებდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტრავმის გამო დიდი პერიოდის გამოტოვება მოუხდა. მას შემდეგ, რაც “სეტონ ჰოლი” მაილს პაუელმა დატოვა, მას საერთოდაც პირველი როლი ერგება გუნდში, რათა სეტონ ჰოლი ბიგ ისთის დივიზიონის სათავისკენ წაიყვანოს”.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს 2017 წელს ფლორიდული “მონტვერდეს აკადემიიდან” შეუერთდა, მოგვიანებით სანდრო NBA-ს დრაფტზეც დადგა.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

”სამტრედიის” მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა