კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო მამუკელაშვილი ლიდერთან მატჩში საუკეთესო იყო (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილის გუნდის მორიგი მარცხი

Image source: shupirates.com

 

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი დიდებული თამაში, ამჯერად NCAA-ის Big East-ის კონფერენციის ლიდერთან. ქართველი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო “სეტონ ჰოლისა” და “ვილანოვას” მატჩში, რომელიც “ვილანოვას” 2-ქულიანი გამარჯვებით – 76:74 დასრულდა.

მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 38 წუთი გაატარა. სანდრომ ამ დროში მატჩში უმეტესი – 23 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

 

6 მოგებითა და 3 მარცხით 11 გუნდიან კონფერენციაში “სეტონ ჰოლი” მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩში, 23 იანვარს, მამუკელაშვილის გუნდი “ბატლერს” უმასპინძლებს.

 

 

 

 

წყარო – shupirates.com

 

 

 

 

 

 

როგორ დასრულდა ტოჩინოშინისა და მიტაკეუმის ბრძოლა (ვიდეო)