კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო კობახიძემ შესაძლოა კარიერა ქართულ კლუბში გააგრძელოს

Image source: SC dnipro1

 

უკრაინული ”დნიპრო-1”-ის ქართველი ნახევარმცველი, ალექსანდრე კობახიძე შესაძლოა ქართულ კლუბში გადმოვიდეს.

32 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

კობახიძე ”დნიპრო1”-ს გასულ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. მიმდინარე სეზონის უკრაინის ჩემპიონატში კლუბის მაისურით ქართველმა სულ 3 მატჩი ჩაატარა (2 – ჩემპიონატიში და 1 – თასის).

არ არის გამორიცხული, რომ ქარტული კლუბებიდან დაინტერესების შემთხვევაში სანდრომ კარიერა საქართველოში გააგრძელოს.

წყარო – scdnipro1.com.ua

ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში