კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო ბაზაძემ საფრანგეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

Image source: Open Source

 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატმა სანდრო ბაზაძემ პარიზში მოფარიკავეთა საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო.

პირველ ჯგუფში მან შვიდ მეტოქეს სძლია, მეორეშიც ამდენივე მოწინააღმდეგე დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. იქ კი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშორა გზიდან ფრანგები – არმან როშე (15:3), ალეკსანდრ ლაკაზე (15:7), ლეან ოლივიე (15:14) და ფინალში საფრანგეთის მოხმალავე ვაჟთა ლიდერს – ბოლად აპიტის დაუპირისპირდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა 15:13 გაიმარჯვა და ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

ტურნირზე მასპინძლებთან ერთად ამერიკის, გერმანიისა და საქართველოს 40-მდე წარმომადგენელი მონაწილებდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა ასევე მისი ძმა, ბექა ბაზაძე, რომელმაც ჯგუფებში ასევე ყველა მეტოქეს აჯობა. პლეი ოფში კი ბექამ მეოთხედფინალი ლეან ოლივიესთან13:15 წააგო და მე-5 ადგილზე გავიდა.

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, lelo.ge

FIE-ს რეიტინგის რომელ ადგილს იკავებს ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ