კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ბაზაძის ბრინჯაოს მედალი

Image source: Fencing Federation of Georgia

 

ბუდაპეშტში ფარიკაობაში მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ შესანიშნავად იასპარეზა და ზუსტად ერთწლიანი დაბრუნებისთნავე მედალს დაეუფლა.

ბაზაძემ პოლონელი მატეუშ კნეზი 15:8, რუსი ანატოლი კოსტენკო 15:10, ასევე რუსი ვენიამინ რეშეტნიკოვი 15:11 და იტალიელი ენრიკე ბერე 15:12 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ არონ სზილაგთან 6:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის შემდეგ რეიტინგში ცვლილებები მოხდა, მაგრამ ბაზაძე ისევ მე-7 ადგილზე იმყოფება.

14 მარტს  მსოფლიო თასი გუნდურ შეჯიბრში გაიმართება და საქართველოს ქალთა ნაკრები ჩინეთს, ხოლო კაცთა ნაკრები ვენესუელას შეხვდება.

 

სანდრო ბაზაძე • Sandro Bazadze
გილოცავთ … სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედალოსანია.
სანდრომ…

Posted by Fencing Federation Of Georgia საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია on შაბათი, 13 მარტი, 2021

 

წყარო – Fencing Federation of Georgia

 

ბენზემამ “რეალს” დუბლით მოაგებინა (ვიდეო)