კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო ბაზაძე: “მძიმე იყო ოლიმპიური თამაშების გადადება ჩემთვის”

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე

Image source: sport.gov.ge

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 3 კითხვით მიმართა ქართველ ოლიმპიელებს, ასევე იმ სპორტსმენებს, რომლებიც იბრძვიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად. 26 წლის მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური კომიტეტის კითხვებს უპასუხა:

როგორ ცხოვრობ დღევანდელ რთულ პირობებში, რა სიძნელეებს აწყდები?

– ნამდვილად რთული იყო ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ უფრო მეტი დრო მაქვს, რომ ოჯახთან გავატარო და მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის ძალიან ბედნიერებაა. ამიტომ არ მიჭირს მაგ მხრივ. რა თქმა უნდა, მინდა რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს და ხალხმა მშვიდად შეძლოს აკეთოს თავისი საქმე.

ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?

– სპორტული ფორმის შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ვახერხებ, სახლის პირობებში ვვარჯიშობ. რაც შესაძლებელია, ყოველდღიურად ვვარჯიშობ.

რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?

– ნამდვილად მძიმე იყო ოლიმპიური თამაშების გადადება ჩემთვის, მაგრამ ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება ხოლმე. მაგრამ მოტივაცია იგივეა და ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივაღწიო ჩემს მიზანს.

 

წყარო – Georgian National Olympic Committee

 

 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: “მთავარია, მალე დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს”