კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანაკრებო ფეხბურთი გერმანია – ესპანეთის დრამატული მატჩით დაბრუნდა (ვიდეო)

ესპანეთი გერმანიაში წაგებას გადაურჩა

Image source: Uefa Nations League

 

სანაკრებო ფეხბურთი 10-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. შტუტგარტში ერთა ლიგის A დივიზიონის ცენტრალური მატჩი გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შედგა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ალემანები ტიმო ვერნერმა დააწინაურა.

იოაჰიმ ლიოვის გუნდი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბოლო წუთზე ესპანელმა ხოსე გაიამ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გერმანია – ესპანეთი 1:1

გოლები: 1:0 ვერნერი (51), 1:1 გაია (90)

 

 

წყარო – uefa.com

 

ზურიკო დავითაშვილი: “ნაკრებში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა”