კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სან სირო” ლამის დაინგრა – როგორ შეხვდნენ “მილანის” ქომაგები ზლატანის მოედანზე გამოჩენას (ვიდეო)

Image source: Elites Sport

 

2012 წლის შემდეგ “მილანის” მაისურით პირველად ითამაშა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. “როსონერიში” ლეგენდარულ შვედზე დიდ იმედს ამყარებენ და ეს გულშემატკივრების რეაქციიდანაც გამოჩნდა.

“სამპდორიასთან” 55-ე წუთზე ზლატანი მოედანზე კშიშტოფ პიონტეკის ნაცვლად გამოჩნდა და “სან სიროს” სტადიონი ხმაურისგან ლამის დაინგრა. თუმცა, იბრას ენთუზიაზმა “მილანს” ვერ უშველა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

იბრაჰიმოვიჩის მოედანზე გამოსვლის მომენტი იხილეთ აქ.

 

ATP CUP. საქართველო ურუგვაის წინააღმდეგ. ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები და მატჩების განრიგი