კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სან ხოსეს” ქართველი ვარსკვლავის დიდი მიზნები როგორც კლუბში, აგრეთვე სამშობლოში

ვაკო

 

“სან ხოსეს” ყოფილი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ვალერი ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. ვაკო K ლიგა 1-ის კლუბ “ულსანში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია “ულსანის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს დაადასტურა.

“ეს იყო საუკეთესო გოლი, რომელიც მე ოდესმე გამიტანია, უკვე 200 ჯერ გადავხედე ჩანაწერს”, – განაცხადა “სან ხოსეს” ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო ყაზაიშვილმა MLSsoccer.com-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ესტონეტთან ამხანაგურ მატჩში ვაკომ გაიტანა ულამაზესი გოლი, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა ანგარიშით (2:0).

ეს იყო 25 წლის ქართველი ფეხბურთელის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ. ვაკომ იღბლიანად დაიწყო 2018 წელი და პირველი სამ მატჩში ორი გოლი და საგოლე გადაცემები მიითვალა.

“მე მქონდა საკმარისი დრო ადაპტირებისათვის, 10 თვეა რაც აქ ვარ, ასევე დამჭირდა დრო მოთამაშეების და ლიგის გაცნობისათვის. ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა, მე ბედნიერი ვარ, ახლა თავს სახლში ვგრძნობ.”

კარგი თამაშის წყალობით ვაკო აღმოჩნდა რჩეულთა სიაში. თუ განვიხილავთ იმას, რომ გასულ სეზონში მან მონაწილეობა მიიღო 13 მატჩში, გაიტანა 5 გოლი და განახორციელა 2 საგოლო გადაცემა. ვაკომ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიცაა “ტორონტოს” ჯოზი ალტიდორი, “მონრეალისიგნასიო პიატი ან “პორტლენდისდიეგო ვალერი.

“როგორც კი ვაკო გახდა ჩვენი გუნდის წევრი, სტატისტიკა საკმაოდ გაიზარდა, ის ძალიან ნიჭიერია და მე ვფიქრობ, რომ ის გააგრძელებს ჩვენს გაკვირვებას. ის გააძლიერა გუნდის თავდასხმა”, – განაცხადა თანაგუნდელმა კრის ვონდოლოვსკიმ.

ვაკო ჩემთვის შესანიშნავი მოთამაშეა, ის ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ მისი იმედი გვაქვს. მე კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, ჩვენ გავიტანეთ 6 გოლი 3 თამაშში” , – განაცხადა “სან ხოსეს” მწვრთნელმა მიხაელ სტარემ.

“გასულ წელს მე გავიტანე 5 გოლი და განვახორციელე 2 საგოლო გადაცემა და, რა თქმა უნდა, ახლა ჩემი მიზანია ვაჯობო ჩემს თავსვე. ჩემი მიზანია: 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

მეორე მიზანია საქართველოს ეროვნული ნაკრების დახმარება, რომელიც 101 ადგილზეა ფიფა-ს რეიტინგში. საქართველოს ნაკრები 1991 წლის შემდეგ 6-ჯერ სცადა მსოფლიო თასზე და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას” , – განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატში გასვლისათვის, სუსტ გუნდებს მიეცემათ შანსი და ვაკოს უნდა, რომ საქართველოს ნარკებმა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ერთა ლიგა საქართველოს ნაკრები დაიწყებს ყაზახეთის ნაკრებთან თამაშით და ვაკოს სურს მისი განადგურება ისე, როგორც ესტონეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს.

“ეს იყო ამხანაგური მატჩი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ქვეყნისათვის იყო მნიშვნელოვანი ამ მატჩის გამარჯვება” , – აღნიშნა ყაზაიშვილმა.

 

 

 

 

ბოლნისის “ყოჩების” კაპიტანი: “კაპიტნობა მხოლოდ თამაშის დაწყებისას მონეტის აგდება არაა”