კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სამწუხარო ინფორმაცია – ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს სავარაუდოდ გამოეთიშება

Image source: Kyodo News

 

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის შესახებ. ქართველი სუმოისტი დიდი ალბათობით კიუშუ ბაშოზე ასპარეზობას ვეღარ  გააგრძელებს და ტურნირს 2 მოგებითა და 13 მარცხით დაემშვიდობება.

ტოჩი შემოდგომის მეორე სუპერტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღეს მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდა და მეტოქე კუბიჰინერის ილეთით დაამარცხა, რომელიც ჩვენებურის კარიერაში შესაძლოა საბედისწერო აღმოჩდენ, რადგან გორგაძემ ნეკნი დაიზიანა და დიდი ალბათობით ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინს 2 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი ჰქონდა და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ რვის მოგება მართებდა.

 

 

ოფიციალურად: არსენ ვენგერის ახალი სამსახური ცნობილია