კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სამწუხარო ამბავი. სანდრო მამუკელაშვილმა “აიოვა სტეიტთან” მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო

Image source: Getty Images

 

“სეტონ ჰოლის” ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო.

სტუდენტურ ლიგაში “აიოვა სტეიტთან” სტუმრად შეხვედრაში “სეტონ ჰოლი” 76:66 დამარცხდა და 20 წლის ქართველი კალათბურთელის ტრავმის სახით კიდევ უფრო დიდი დანაკლისი იქონია.

სანდრო თამაშის დასაწყისშივე უხერხულად დაეცა პარკეტზე და ხელი დაიზიანა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართველს მარჯვენა მაჯის გარღვევა აქვს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის შეძლებს თამაშს მამუკელაშვილი.

უნდა აღვნოთნოთ, რომ მიმდინარე სეზონში სანდროსთვის ძალიან წარმატებულად დაიწყო და ის “სეტონ ჰოლის” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ეს ტრავმა კი საკმაოდ უდროოდ შეემთხვა და სანდრო, რომელმაც ამ სეზონში ყველა მატჩში ითამაშა, გაურკვეველი დროით გუნდს ვეღარ დაეხმარება.

წყარო – nypost.com

 

3 მწვრთნელი, რომლებმაც შესაძლოა “საბურთალოში” გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალონ