კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

”სამტრედიის” მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა

გიორგი კულუას ოპერაცია წარმატებულად ჩაიარა

Image source: Samtredia FC ფეისბუკ გვერდი

 

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიის” მეკარეს გიორგი კულუას ოპერაცია ჩაუტარდა. სამტრედიული კლუბის ოფიციალური ფეისბუკ გვერდის ცნობით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი ”სამტრედიას” უახლოეს დღეებში დაუბრუნდება და რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს.

“ჩვენი გუნდის მეკარის, გოგი კულუას მენისკის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!
მალე გამოჯანმრთელება და მოედანზე დაბრუნება კულუას!” , – წერია “სამტრედიის” ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კულუა “სამტრედიას” “რუსთავიდან” მიმდინარე წლის იავარში შეუერთდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგის 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

 

წყარო – Samtredia FC

 

 

 

 

 

ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის გაფართოებული შემადგენლობა (ფოტო)