კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სამტრედიას” არ გაუჭირდა კაცნაკლული თბილისური გუნდის დამარცხება

სამტრედიამ მერანს სძლია

Image source: Samtredia FC ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამტრედიამ“ “ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონზე თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და მშრალი 2:0 ანგარიშით დაამარცხა.

გიორგი მიქაძის გუნდი მატჩის დასაწყისში დაწინაურდა, გოლი სტრაჰინია პავიშიჩმა გაიტანა. მე-20′ წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა კახაბერ კაკაშვილმა წითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა უპირატესობა თამაშის დასრულებამდე 16 წუთით ადრე, სამუელ ინკუმის გოლით გაზარდეს. მეორე ტაიმში გატანილი გოლი არ ვიხილეთ.

„სამტრედია“ 19 ქულით მე-6 და მე-7 ადგილებს “თელავთან” იყოფს, ხოლო „მერანს“ 6 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზე დარჩა.

 

„სამტრედია“ – „თელავი“ 2:1

გოლები: 1:0 სტრაჰინია პავიშიჩ (4′), 2:0 სამუელ ინკუმი (29′), კახაბერ კაკაშვილი (წითელი ბარათი, 20′)

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა – თბილისური დერბი “ლოკომოტივმა” მოიგო