კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სამტრედიამ” სტუმრად პირველი გამარჯვება იზეიმა, ხოლო “ტორპედო” შინ “შუქურას” დაუზავდა

სამტრედიას პირველი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

Image source: Samtredia FC ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში 2 მატჩი გაიმართა.

წყალტუბოს “სამგურალმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” კი “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე ქობულეთის “შუქურას” დაუზავდა – 0:0.

ტურის პირველი დღის ერთადერთი გოლი კი “26 მაისის” სტადიონზე გავიდა, სამტრედიელთა რიგებიდან მათე კვირკვიამ თავი შეხვედრის 71-ე წუთზე გამოიჩინა.

6 ტურის შემდეგ “სამგურალს” 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება, “სამტრედიას” 3 ქულა აქვთ და ბოლო, მე-10 ადგილზე
იმყოფებიან. “ტორპედოს” 4 ქულა დაუგროვდა და მე-8 პოზიციაზეა, ხოლო “შუქურა” 8 ქულით მე-5 პოზიას იკავებს

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

გიორგი ქვილითაია: “უკეთესი დღეები ჯერ წინაა” (ფოტო)