კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სამტრედია” 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა, მათგან სამს უკვე ახალი კლუბი ჰყავთ

Image source: FC Samtredia ფეისბუკ გვერდი

 

გურამ სამუშიას, ავთო ენდელაძეს, გიორგი ივანიაძეს, გიორგი ცერცვაძეს, ვაჟა ქიქავას, დავით რაჟამაშვილსა და დენის დობროვოლსკის კონტრაქტი ამოეწურათ და “სამტრედიის” რიგები დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

“გაწეული სამუშაოსთვის კლუბი მათ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალში”, – წერია ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ  კლუბ “სამტრედიის” ფეისბუკ გვერდზე.

რაც შეეხება ზაურ ხაბეიშვილს, ის იჯარის წესით “ზუგდიდში” ითამაშებს, ეროვნული ლიგა 2-ის გასული წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გურამ სამუშიამ “თელავთან” 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო ვაჟა ქიქავა მარტვილის “მერანში” გადავიდა, რომელიც ფეხბურთელისთვის უცხო არ არის, რადგან ის 2014-2015 წლებში ჭყონდიდურ გუნდში ასპარეზობდა.

 

წყარო – FC Samtredia

 

“საბურთალოს” ხელმძღვანელებმა 3 ლეგიონერი წარადგინეს და დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებზე ისაუბრეს