კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სამხრეთ აფრიკის 23-კაციანი შემადგენლობა ბორჯღალოსნებთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის

სპრინგბოკების 23-კაციანი შემადგნელობა ცნობილია

Image source: sarugby.co.za

 

სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა, 2 ივლისს ქალაქ პრეტორიაში, ბორჯღალოსნებთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციანი შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია.

ამ 18 მოთამაშიდან 12-მა, 2019 წლის 2 ნოემბერს ინგლისის წინააღმდეგ ფინალში ითამაშა (ინგლისთან 32:12). ესენი არიან “ბოკეს” კაპიტანი სია კოლისი, პიტერ-სტეფ დუ ტოი, ებენ ეთცებეთი, ბონგი მბონამბი, ვილი ლე რუ, ანდრე პოლარდი, ფრანს შტეინი, ფრანკო მოსტერტი, მალკოლმ მარქსი, სტივენ კისტჰოფი, ფრანს მალერბე და ჰერშელ იანტისი.

შემადგენლობაში 3 დებიუტანტია – ფრთებზე როსკო სპეკმანი და აჰელელე ფასი იწყებენ, ხოლო იასპერ ვისე მარქაფაშია.

სპეკმანი 2013 წელს სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა და ბორჯღალოსნების წინააღმდეგ თბილისის თასზე ითამაშა. სპეკმანი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ასევე გახდა რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული. როსკოს ანგარიშზე 7-კაცა რაგბში 150 მატჩი და 380 ქულაა.

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ქალთა ლიგაში შესვენება გამოცხადდა