კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სამი იტალიური გუნდი ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა

კვარაცხელიას იტალიური გუნდები იწვევენ

Image source: gff.ge

 

„რუბინის“ ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი სამი იტალიური კლუბი დაინტერესდა. როგორც Caciomercato იტყობინება, 19 წლის ფეხბურთლის მიმართ ინტერესს „ტორინო“, „სასუოლო“ და „უდინეზე“ იჩენენ.

კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ხვიჩას მიმართ იტალიური კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. სხვა უფრო დეტალური ინფორმაცია ამჟამად არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა. მისი საბაზრო ღირებულება 7.5 მილიონი ევროა.

 

წყარო – Soccer.ru

 

მაკედონიის ნაკრებმა მზადება დაიწყო – გუნდში გორან პანდევიცაა