კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სამი ინგლისური გრანდი ანტუან გრიზმანისთვის შეთავაზებას ამზადებს

ანტუან გრიზმანს სამი ინგლისური გრანდი აკვირდება

Image source: Getty Images

 

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა და ამის შემდეგ ინგლისურმა კლუბებმა კატალონიურ კლუბში ანტუან გრიზმანის სიტუაციაზეე დაიწყეს დაკვირვება. კერძოდ, ფრანგი თავდამსხმელის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აკვირდებიან “ლივერპული“, “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი“.

Daily Mail-ის ცნობით, “ბარსელონას” ახალმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გრიზმანს უთხრა, რომ მას ახალ სეზონში ლიონელ მესის ადგილის დაკავება შეუძლია, თუკი არგენტინელი გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს. თუმცა, ეს გეგმები გაქარწყლდა, რადგანაც მესიმ განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე წასვლისთვის “ბარსას” სასამართლოში არ უჩილვებს და თამაშს გააგრძელებს.

ამავე პირობებში ნაკლებადაა იმის შანსი, რომ “ბარსელონამანსუ ფატი ან უსმან დემბელე გაყიდოს. მადრიდის “ატლეტიკოდან” კატალონიურ კლუბში გადმოსვლის შემდეგ გრიზმანმა სასტარტო შემადგენლობაში ძირითადი ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. ამდენად, კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში “ბარსელონაგრიზმანს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისებს.

 

 

ნიკა ნინუამ “პაოკ”-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა