კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“სამგურალმა” გამოცდილი თავდამსხმელი დაიმატა – “სამგურალის” ქომაგებს გამარჯვებებით გავახარებთ”

გიორგი ბუხაიძე სამგურალის ღირსებას დაიცავს

Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი

 

წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის დაკომპლექტებას განაგრძობს. გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება 29 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ გააფორმა. კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მას სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

გიორგიმ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში სწორედ, “სამგურალში” დაიწყო, სადაც 3 სეზონი გაატარა და შემდეგ ფოთის “კოლხეთში” გადაბარგდა, თუმცა, მომდევნო წელს კვლავ “სამგურალს” დაუბრუნდა. შემდეგ იყო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თერჯოლის “საპოვნელა”. მართალია, ეს გუნდი ლიგიდან გავარდა, მაგრამ 24 გოლიდან 15 ბუხაიძის ანგარიშზე იყო. აღნიშნული კლუბების გარდა ის თბილისის “საბურთალოს”, “ცხინვალისა” და მარტვილის “მერანის” ღირსებას იცავდა. ბოლოს კი გიორგი საჩხერის “ჩიხურაში” თამაშობდა, რომლის მაისურითაც გასულ სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ჯამში 6 გოლი გაიტანა.

“მოხარული ვარ, რომ “სამგურალში” დავბრუნდი. ჩემი საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, ჯამში აქ ოთხი სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი. წლების შემდეგ კვლავ ვუბრუნდები ჩემს საყვარელ გუნდს. ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი სეზონი გვექნება და “სამგურალის” ქომაგებს გამარჯვებებით გავახარებთ”, – აცხადებს ბუხაიძე.

 

 

წყარო – fcsamgurali.ge

 

 

 

 

 

გორის “დილას” 2020 წლის ყველაზე დრამატული მომენტები (ვიდეო)