კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სამგურალი 2” – ის მწვრთნელი მამუკა ღონღაძე: “ლატვიაში ბევრი რამ გამომდიოდა, ხშირად ვიტანდი”

მამუკა ღონღაძის ინტერვიუ sports.ru-თან

Image source: sports.ru

 

ცნობილმა რუსულმა სპორტულმა გვერდმა sports.ru” -მ წყალტუბოს “სამგურალის” ვეტერან ფეხბურთელსა, რომელიც ამჟამად “სამგურალი 2” – ის მწვრთნელს მამუკა ღონღაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა.

ღონღაძე დაუგავპილსის “დაუგავას” რიგებში ლატვიის 2012 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო საფეხბურთო კარიერა კი “სამგურალის” დუბლებში დაასრულა.

“ვფიქრობ, კარგი საფეხბურთო კარიერა გამომივიდა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. “დაუგავასთან” ერთად ლატვიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გავხდი. ლატვიაში ბევრი რამ გამომდიოდა, ხშირად ვიტანდი, თანაც გადამწყვეი და მნიშვნელოვან გოლებს.

როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ტრავმამ კიდევ უფრო შემახსენა თავი, რის გამოც ჩემი საუკეთესო თვისებების გამოვლენა მოედანზე ვეღარ შევძელი. ქუთაისის “ტორპედოში”, ფოთის “კოლხეთში” ტყიბულის “მეშახტესა” და “სამგურალში” თამაშის შემდეგ 2019 წელს საფეხბურთო კარიერა დავასრულე.

ამჟამდ “სამგურალის” მეორე გუნდში მწვრთნელად ვმუშაობ. ჩემს სათამაშო და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს ვუზიარებ. რაც მთავარია, ბიჭებს ლამაზი გუნდური ფეხბურთის თამაში ვასწავლოთ და ტექნიკური ელემენტების კორექტირებაში დავეხმაროთ”, – აცხადებს მამუკა ღონღაძე.

შეგხსენებთ, რომ ღონღაძე პროფესიონალურ დონეზე 2003 წლიდან ასპარეზობდა. მამუკას შემდეგ კლუბებში უთამაშია: წყალტუბოს “სამგურალი” , ქუთაისის “ტორპედო”, ფოთის “კოლხეთი” , ტყიბულის “მეშახტე”, ცხინვალის “სპარტაკი”, უზბეკურ “მაშალი”, ლატვიური კლუბები “დაუგავა” და “დიუში”. ქართველმა ფორვარდმა ჯამში 295 მატჩი ჩაატარა და 92 გოლი გაიტანა.

 

 

 

 

წყარო – sports.ru

 

 

 

 

 

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგა ენდესას ტურის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს (ფოტო/ვიდეო)