კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქარველო – სომხეთის მატჩს ცნობილი იტალიელი მსაჯი იმსაჯებს

მარკო გუიდა საქართველოს ნაკრების მატჩს განსჯის

Image source: Getty images

 

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველო – სომხეთის მატჩს იტალიელი მსაჯები იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი მარკო გუიდა იქნება, რომელიც სერია A-ს თამაშებზე მუშაობს.

მან ერთი კვირის წინ „მილანისა“ და „ვერონას“ შეხვედრაში იმსაჯა, ორი გოლი არ ჩათვალა და პენალტი დანიშნა.

გუიდას მატეო პასერი და სერჯიო რანჯეტი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის როსარიო აბისოა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Uefa.com

 

არველაძე: “საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა? მირჩევნია პრემიერმინისტრი ვიყო”