კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოში 2023 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გაიმართება

საქართველო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია

Image source: Uefa.com

 

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2023 წელს საქართველოში გაიმართება.ჩვენს ქვეყანასთან ერთად ტურნირს, რუმინეთიც უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება უეფამ დღეს აღმასკომის სხდომაზე მიიღო.

16 ნაკრები ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილბდება და თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. საქართველოც და რუმინეთიც ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ითამაშებს.

„ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.  ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია“ – თქვა კობიაშვილმა.

ტურნირის გახსნის თამაში რუმინეთში ჩატარდება, ხოლო ფინალს ბათუმი უმასპინძლებს. საქართველოში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი, ფოთი და თბილისი, „დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“ უმასპინძლებს.

 

 

წყარო – Gff.ge

 


 

საქართველოს ფუსტალის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია