კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ტოკიო-2020-ზე მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავა წარადგენს

სალომე ფაჟავა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია

Image source: geonoc

 

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ 1 ლიცენზიანტი შეემატა.

მხატვრულ ტანვარჯიშში რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, სალომე ფაჟავამ ტოკიო-2020-ის საგზური მიიღო.

ტოკიოში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ოლიმპიურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 26 სპორტსმენი. მათ შორის, 16 ტანმოვარჯიშე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა, 3 – მსოფლიო თასის, 5 – კონტინენტური ჩემპიონატების მიხედვით, თითო-თითო კი – მასპინძლობის უფლებითა და პერსონალური მიწვევით.

 

 

 

 

 

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა