კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები 4 მედლით სამშობლოში დღეს ბრუნდება

Image source: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები თბილისში დღეს 17:10 საათზე სტამბოლის რეისით ჩამოფრინდება.

საქართველოს ნაკრებმა, რომის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა, ვერცხლს ბექა ლომთაძე დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ელიზბარ ოდიკაძეს და ავთო კენჭაძეს ერგოთ.

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

ჩაკვეტაძის გარბენი, საგოლე გადაცემა და “გენტის” ზედიზედ მე-7 გამარჯვება (ვიდეო)