კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა

ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

Image source: uww.org

 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ) მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა საკვალიფიკაციო შეხვედრაში ინდოელი სუშილ სუშილი 5:2 დაამარცხა, 1/8-ფინალში თურქ მუსტაფა კაიას 7:2 მოუგო, მაგრამ 1/4-ფინალში პოლონეთის წარმომადგენელ მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 დამარცხდა.

იაკობაშვილმა ბრინჯაოს ნახევარფინალში ბრიტანელ ნოკოლა კოიოკარუს 5:0 მოუგო, გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს 4:3 აჯობა და მე-3 ადგილი დაიკავა.

დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა კენჭაძემ (79 კგ), უფრო ადრე ვერცხლის მედლით დაასრულა ჩემპიონატი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).

 

 

 

 

 

 

წყარო – uww.org

 

 

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში 5 ცვლილება შეიტანა