კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს თასისი პირველი ფინალისტი გამოვლინდა

სამგურალი საქართველოს თასისი ფინალისტია

Image source: FC Samgurali official

 

21 წლის შემდეგ “სამგურალი” საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში წყალტუბოს “სამგურალმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 29-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მსაჯის კომპენსირებულ 95-ე წუთზე კი სერგო კუხიანიძემ ანგარიში გაზარდა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე ნახევარფინალური მატჩი, სადაც მეორე ფინალისტს “გაგრა” და “საბურთალო” გამოავლენენ.

 

წყარო – cup.gff.ge

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთში საგოლე პასი შეასრულა (ვიდეო)