კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს თასის მფლობელი “გაგრა” 10-მა ფეხბურთელმა დატოვა

გაგრა

Image source: Football Club Gagra

 

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ახალი სეზონისთვის მომზადების პარალელურად სერიოზულ საკადრო ცვლილებებს ატარებს.

კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ერთბაშად 9 ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმხვრივი შეთანხმების შედეგად გუნდიდან წავიდნენ ლაშა მანაგაძე, შალვა სანაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, მიხეილ ერგემლიძე, ივანე ოქროპირიძე, ბექა ბუიღლიშვილი, გიორგი ივანიაძე, ბაქარ ლაღაძე და ლუკა ჯაფარიძე.

ამ ფეხბურთელებთან ერთად, “გაგრაში” აღარ ითამაშებს ასევე მცველი გია ჩადუნელი, რომელიც ქობულეთის “შუქურაში” ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ “გაგრა2020 წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა და ზაფხულში ქვეყანას უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენსლიგაზე წარადგენს.

წყარო – Football Club Gagra

ოფიციალურად: ქობულეთის “შუქურა” ახალ მეკარეს დაიმატებს