Image source: gff.ge
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში “დავით ყიფიანის” სახელობის საქართველოს თასის 32-ე გათამაშების პირველი და მეორე ეტაპების წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში მონაწილეობა ლიგა 4-ის ოცმა, რეგიონული ლიგისა და ლიგა 3-ის 14-14-მა გუნდმა მიიღო. საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩებით 22 მარტს დაიწყება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
“დავით ყიფიანის” სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის 24 გამარჯვებული ერთმანეთს დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ 12 გუნდს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდი შეუერთდება და 2021 წლის “დავით ყიფიანის” სახელობის თასისთვის ბრძოლას 32 გუნდი განაგრძობს.
ვიდეობი
ფოტოები