კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს სუპერლიგა. “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპს” უშანსოდ მოუგო

ცხუმ-აფხაზეთმა ოლიმპს უშანსოდ მოუგო – 88:55

Image source: gbf.ge

 

საქართველოს სუპერლიგის მე-3 ტურში დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი88:55 დაამარცხა.

3 ტურის შემდეგ ეს ცხუმელების მე-2 გამარჯვებაა, ხოლო ოლიმპელები სამივე წაგებით აუტსაუდერთა შორის არიან.

18 ქულით ბომბარდირი ცხუმელთა ფარქვეშა ბურჯი გიორგი შარაბიძე გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით ალექსანდრე ფევაძემ ყველას აჯობა – 16 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი. 12 ქულა 4 სამქულიანით მოაგროვა ნოდარ გოგოძემ. ოლიმპში 18 ქულით კენდრიკ ტომპსონი გამოირჩა, 13 ქულა და 14 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა დააგროვა.

შემდეგ მატჩში “კაკტუსი” “რუსთავს” დაუპირისპირდება, ხოლო მე-3 ტურის ბოლო შეხვედრაში “ვერატიტებს” შეერკინება.

წყარო – gbf.ge

ბორჯღალოსნები ნაკრების განკარგულებაში რჩებიან