კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს საკალთბურთო ეროვნული ნაკრების ტაქტიკური ვარჯიში ესპანეთთან მატჩის დღეს (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ტაქტიკური ვარჯიში ესპანეთთან მატჩის დღეს

Image source: gbf.ge

 

საქართველოს საკალთბურთო ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ესპანეთის ქალაქ ხაენის “ოლივო არენაზე” ივარჯიშა. გუნდთან ერთად იყო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელსაც უკრაინასთან ნატკენი მუხლი აწუხებს და დღეს საქართველოს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან მატჩში ვერ დაეხმარება.

შენგელიამ ვარჯიშს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა გუნდის წევრები იმ კონკრეტულ კომბინაციებში ავარჯიშეს, რომელთა გათამაშებაც დღევანდელ შეხვედრაში იგეგმება. ბერძენმა მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დაცვას. თითოეულ დეტალს მოთამაშეებს ინდივიდუალურად უხსნიდა, ზოგს ამხნევებდა, ზოგსაც დაცვაში გამართულად თამაშს ახსენებდა.

ვარჯიშმა საათნახევარი გასტანა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები სასტუმროში დაბრუნდა მომავალი, პრინციპული მატჩისთვის დასასვენებლად.

კომენტარი გააკეთა თად მაკფადენმა, რომელზეც დღევანდელ მატჩი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

 

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

მატჩისწინ: ესპანეთი – საქართველო ანონსი