კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთთან დამარცხდა

Image source: gbf.ge

 

საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი ესპანეთში და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან 61:89 დათმო.

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს არ აკლდა შემართება, მაგრამ კლასში უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა.

საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 28 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 14-14 ქულა მიითვალეს ბექა ბურჯანაძემ და თად მაკფადენმა, რომელიც ერთადერთი კალათბურთელი იყო საქართველოს ნაკრებში, 3-ქულიანი რომ ჩააგდო. 8 ქულა ჯინჭარაძის ანგარიშზეა, ხოლო 2-2 ქულა ოთარ ფხაკაძემ და გიორგი ტურძილაძემ მიითვალეს.

 

 

 

საქართველოს ჯგუფში 3 გუნდს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს თითო მოგებ-წაგება დაუგროვდა. ჩრდილომაკედონიელები იქნებიან ქართველების მომდევნო (თებერვალში ბალკანეთის ამ ქვეყნის ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდება).

 

 

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

2021 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიის შედეგები