კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების არნახული პროგრესი ფიბას რეიტინგში

კალათბურთელთა ნაკრების პროგრესი

Image source: fiba

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის რეიტინგში (ფიბა) დაწინაურდა და მე-12 ადგილზეა. ბოლო რეიტინგთან შედარებით, საქართველოს ნაკრებმა 6 საფეხურთით განიცადა პროგრესი, რაც შესანიშნავი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ილიას ზუროსის გუნდმა რუსეთისა და სლოვენიის ნაკრებებს გადაასწრო, რაც გამოსაყოფი ფაქტია.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს, როგორც მასპინძელს, მაგრამ შესარჩევ ციკლში მაინც თამაშობს.

ილიას ზუროსის გუნდი 28 და 30 ნოემბერს, ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ჯგუფს კი 2 მოგებით ლიდერობს.

ფიბას რეიტინგი იხილეთ ამ ბმულზე…

 

წყარო – Fiba.com

 

გერმანიის ბუნდესლიგის განახლების შემდეგ გამოქვეყნდა კვირის სიმბოლური გუნდი (ფოტო)