კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს რაგბის კავშირმა ზურაბ ჟვანიას მიერ დადებული საოცარი ლელო გაიხსენა (ვიდეო)

 

სარაგბო სამყარო, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სპორტული მოვლენები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკ გვერდი წარსულ მოვლენებს იხსენებს. ერთად გავიხსენოთ 2018 წლის 11 ნოებერი, თიბისი რაგბის სერიები, როდესაც ბორჯღალოსნები ტონგას დაუპირისპირდნენ და ეს საოცარი ლელო ზურაბ ჟვანიამ დაუდო.

“ძვირფასო მეგობრებო, კორონავირუსის (COVID 19) გლობალური პანდემიით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავრჩეთ სახლში და ამით მხარი დავუჭიროთ ვირუსთან ბრძოლას! ყველაფერი აუცილებლად მალე გადაივლის და ერთად შევხვდებით დიდ სტადიონზე!”, – წერია საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკ გვერდზე.

სარაგბო წლის სუპერ დასასრული

#RELIVE ზურაბ ჟვანიას 2018 წლის და TBC – თიბისი რაგბის სერიების დამაგვირგვინებელი საოცარი ლელო ტონგას წინააღმდეგ 🏉 ძვირფასო მეგობრებო, კორონავირუსის (COVID 19) გლობალური პანდემიით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავრჩეთ სახლში და ამით მხარი დავუჭიროთ ვირუსთან ბრძოლას!ყველაფერი აუცილებლად მალე გადაივლის და ერთად შევხვდებით დიდ სტადიონზე! #დარჩისახლში 🏡 #რაგბიჩვენითამაშია 🏉

Gepostet von Georgian Rugby am Samstag, 28. März 2020

 

წყარო – Georgian Rugby

 

 

2009 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)