კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს რაგბის კავშირმა გელა აფრასიძის მიერ დადებული საოცარი ლელო გაიხსენა (ვიდეო)

Image source: 1tv.ge

 

სარაგბო სამყარო, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სპორტული მოვლენები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკ გვერდი წარსულ მოვლენებს იხსენებს. ერთად გავიხსენოთ გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიის წინააღმდეგ. ლელო, რომელიც მსოფლიო რაგბის 2017 წლის საუკეთესო ლელოს ნომინაციაში იყო წარდგენილი.

“ძვირფასო მეგობრებო არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის (COVID 19) გლობალური პანდემიით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავრჩეთ სახლში და ამით მხარი დავუჭიროთ ვირუსთან ბრძოლას!

ყველაფერი აუცილებლად მალე გადაივლის და ერთად შევხვდებით დიდ სტადიონზე!”, – წერია საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკ გვერდზე.

 

წყარო – Georgian rugby

 

2012 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)