კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სა­ქარ­თვე­ლოს მორაგბეთა ეროვ­ნუ­ლ ნაკ­რე­ბს ახალი სპონ­სო­რი ჰყავს

რაგბის ნაკრების სპონსორი არქი გახდა

Image source: Archi

 

სა­ქარ­თვე­ლოს მორაგბეთა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სპონ­სო­რი 8 ერის თას­ზე დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომპანია “არქი” გახ­და. ტურ­ნი­რი, სადაც ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბთან ერ­თად, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბი იას­პა­რე­ზებენ. 13 ნო­ემ­ბერს და­ი­წყე­ბა და 6 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი – თორ­ნი­კე გო­გე­ბაშ­ვი­ლი:

“ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა კერ­ძო სექ­ტო­რის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი დიდი ინ­ტე­რე­სი ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ჩვენს მე­გო­ბარ კომ­პა­ნი­ებს კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია შე­მო­უ­ერ­თდა არ­ქის სა­ხით, რო­მე­ლიც 8 ერის მატ­ჩებ­ში იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სპონ­სო­რი. მად­ლო­ბა მათ მხარ­და­ჭე­რის­თვის, იმე­დია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა და ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრენ­დი უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნად ვიქ­ნე­ბით ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი”

არ­ქის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი – შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი:

„პირ­ველ რიგ­ში, ამა­ყი ვარ, რო­დე­საც ასეთ უპ­რე­ცე­დენ­ტო, მსოფ­ლიო დო­ნის ტურ­ნირ­ში, ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის ნაკ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს და მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან გუნ­დებ­თან ერ­თად ითა­მა­შებს. მე­ო­რე მხრივ, მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ არქი ყო­ველ­თვის დგას ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გვერ­დით და ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის წარ­მო­ჩე­ნას მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე. ამ მხარ­და­ჭე­რით, გვჯე­რა, რომ ჩვენ გვერ­დში ვუდ­გა­ვართ არა მხო­ლოდ რაგ­ბის ეროვ­ნულ ნაკ­რებს, არა­მედ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და ერ­თად მი­ვი­წევთ დიდი წარ­მა­ტე­ბის­კენ“.

 

აღვნიშნოთ, რომ არქი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში. 2019 წელს არ­ქის სპორ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის ჯილ­დო გა­და­ე­ცა.

წყარო – “არქი

ქართველი მსაჯი შოტლანდია – საფრანგეთის მატჩს განსჯის