კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დასკვნით მატჩში რუსეთთან წააგეს

ფუტსალის ნაკრებმა რუსეთან მეორედ დამარცხდა

Image source: nakrebi.ge

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მოსკოვში გამართული შეხვედრით დაასრულა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი სტუმრად რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 3:0 დამარცხდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საფრანგეთი ანგარიშით – 3:2 დაამარცხა და 10 ქულა მოაგროვა.

ფუტსალში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდები უმასპინძლებს. ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

 

ქართველი ძალოსნები მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდნენ