კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან

გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მორიგ მატჩს განსჯის

Image source: Getty Images

 

26 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩები გაიმართება.

ლონდონში “ტოტენჰემი” ბულგარულ “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორია იქნება.

ასევე, 24 ნოემებრს ჩემპიონთა ლიგის მე-4ტურის შეხვედრები გაიმართება, 2 შეხვედრას უეფას ოფიციალური წარმომადგენლის რანგში სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერი ბაქარ ჟორდანია და მსაჯთა აკადემიის მენეჯერი ლევან ფანიაშვილი მოემსახურებიან.

ბაქარ ჟორდანია “რუაზონ პარკზე” გასამართი “რენი” ლონდონის “ჩელსის” შეხვედრის დელეგატი იქნება, ლევან ფანიშვილი კი, “კრასნოდარი” – “სევილიას” მატჩზე მსაჯთა დამკვირკვებლის სტატუსით იმუშავებს.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

“უფა” – “ხიმკი”. ქართველი ფეხბურთელის შეფასება Sofascore-ის მიხედვით (ფოტო)