კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ქალთა ლიგა 2-ის წილისყრა გაიმართა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. 2021 წლის სეზონიდან, ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მეორე დივიზიონის გათამაშება ჩატარდება. ქალთა ლიგა 2-ში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს და ტურნირი სტარტს 25 აპრილს აიღებს.

ქალთა ლიგა 2-ში, 2020 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ითამაშებენ „ივერია“ ხაშური, „დინამო“ სოხუმი, „ზარზმა“ ახალციხე, „დიდგორი“ მცხეთა, შეცვლილი სახელით იასპარეზებს ახალ სეზონში „თუშეთი“. ახმეტის გუნდი, 2021 წლიდან „ბახტრიონის“ სახელით წარსდგება გულშემატკივრის წინაშე. 2021 წლის სეზონიდან, ქალთა ლიგა 2-ს სამი დებიუტანტი ჰყავს, საჩხერის „ქარიშხალა“, ზუგდიდის „ფენიქსი“ და ამბროლაურის „რაჭა 2020“.

ქალთა ლიგა 2,  პირველი ტური – 25 აპრილი

ბახტრიონი (ახმეტა) – დიდგორი (მცხეთა)
ქარიშხალა (საჩხერე) – ივერია (ხაშური)
ფენიქსი (ზუგდიდი) – რაჭა 2020 (ამბროლაური)
დინამო (სოხუმი) – ზარზმა (ახალციხე)

ქალთა ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ქალთა ლიგაში დაწინაურდება, ხოლო მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფს ითამაშებს და რანგით უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ქალთა ლიგის მე-7 ადგილოსანს დაუპირისპირდება.

 

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

 

გიორგი შერმადინის გუნდის 23-ე მოგება და სეზონში მისი მე-13 MVP-ის ტიტული (ვიდეო)