კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ახალ პრეზიდენტს დეკემბერს აირჩევს

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გამგეობის სხდომა

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გვერდი

 

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ყრილობის ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გამგეობისა და პრეზიდენტის 2020 წლის 7 ნოემბრის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება მიმდინარე წლის 6 დეკემბერს 12:00 საათზე.
დღის წესრიგი:
1. ანგარიშის წარდგენა
2. წესდებაში ცვლილებების შეტანა
3. არჩევნები: პრეზიდენტის, გამგეობის წევრების, საპატიო პრეზიდენტის, პრეზიდენტის პირადი მრჩეველისა და საპატიო წევრების.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება მიიღება მიმდინარე წლის 30 ნოემბრის 17:00 საათამდე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სამდივნოში.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ფარიკაობის სფეროს წარმომადგენელს.

 

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა 3-ის კლუბის 14 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა